ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
თეირანმა დარტყმა მიაყენა ამერიკულ საჰაერო ბაზას, საიდანაც ღამით ირანის ტერიტორიაზე თავდასხმა განხორციელდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ირანის შეიარაღებული ძალების ელიტური ქვედანაყოფი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) ავრცელებს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანის ქალაქ ბანდარ აბასში, აეროპორტის მახლობლად მდებარე ობიექტზე თავდასხმის შემდეგ, ირანმა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე იერიში მიიტანა.
“სწორედ ამ ბაზიდან შეუტია აშშ-მა ირანის ტერიტორიას”, – აღნიშნავს IRGC.