„შუალედური არჩევნები არ მადარდებს“ – ტრამპი ირანთან შეთანხმების დაჩქარებას გამორიცხავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ირანთან ომის დასასრულებლად ხელსაყრელ შეთანხმებას მიაღწევდა.

მისი თქმით, გადარჩენისთვის რეჟიმის მცდელობები უშედეგო იქნება.

„მათ ეგონათ, რომ დროს გაწელავდნენ – ფიქრობდნენ, მოვიცდით, მას ხომ შუალედური არჩევნები აქვსო“, – განაცხადა ტრამპმა კაბინეტის სხდომაზე და უგულებელყო შეშფოთება ომის პოლიტიკურ ფასთან დაკავშირებით ქვეყნის შიგნით.

„მე არ მადარდებს შუალედური არჩევნები. შეხედეთ, რა მოხდა გუშინ ღამით, ეს იყო შუალედური არჩევნების პრელუდია. ხალხს ეს ესმის“, – თქვა მან და მიანიშნა ტეხასის „რესპუბლიკური“ პარტიის სენატის პრაიმერისის მეორე ტურში მისი მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვებაზე.

მისი თქმით, აშშ მალე მიაღწევს შეთანხმებას კონფლიქტის დასასრულებლად, თუმცა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ჯერ კიდევ არ არის კმაყოფილი პირობებით და მზად არის განაახლოს საომარი მოქმედებები, თუ საკუთარ მოთხოვნებს ვერ უზრუნველყოფს.

„ჩვენ არ ვართ ამით კმაყოფილი, მაგრამ ვიქნებით“, – განაცხადა ტრამპმა. „ან ასე იქნება, ან მოგვიწევს, უბრალოდ, საქმე ბოლომდე მივიყვანოთ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები