თენგიზ შარმანაშვილი – “ოპოზიციურ ალიანსზე”: ყველა ცდილობს, თავისი თავი წარმოაჩინოს, როგორც ერთადერთმა და განუმეორებელმა ლიდერმა

„ყველა ცდილობს, რომ თავისი თავი წარმოაჩინოს, როგორც ერთადერთმა და განუმეორებელმა ლიდერმა ამ მოძრაობისა, იმიტომ რომ ეს ყველაფერ დანარჩენთან ერთად მატერიალურ საკითხებთანაც არის დაკავშირებული”,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა “ოპოზიციურ ალიანსზე” საუბრისას განაცხადა.

“ამით უნდათ აჩვენონ – მე ვარ ის მთავარი ფიგურა, რომლისკენაც უნდა იყოს მომართული დასავლეთის ზოგიერთი წრიდან თანხები. ეს 1 და 2 დოლარი არ არის, საუბარია მილიონობით დოლარზე. მათ საკუთარი ნება არ გააჩნიათ. ამაზე დიდი მტკიცებულება, რომ ისინი უცხოეთის გარკვეული წრეებიდან იმართებიან, რაღა უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაზე?“ – აცხადებს შარმანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები