თორნიკე ფაღავა – ოპოზიციაზე: სინამდვილეში არ არსებობს არანაირი ალიანსი
“სინამდვილეში არ არსებობს არანაირი ალიანსი”,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ფაღავამ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„სწორად უწოდებენ მას [მიხეილ სააკაშვილს] ალიანსის წევრები „მაოხრებელ გზირს“ რამდენადაც, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში ყოველთვის ცდილობს პოლიტიკური პროცესის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გატანას, საზოგადოების გახლეჩას და რევოლუციური პროცესების განხორციელებას. სინამდვილეში არ არსებობს არანაირი ალიანსი. ეს არის სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ გაერთიანებული ერთობა. სააკაშვილმა იქ ვიღაცებს გაახსენა, რათა არ დაავიწყდეთ, რომ ამ ალიანსში ყველაფერი მის ირგვლივ ტრიალებს”, – განაცხადა ფაღავამ.