“ლუგარის ლაბორატორიის ფუნქცია უმნიშვნელოვანესია იმ გამარჯვებასა და წარმატებაში, რომელიც ჩვენ, ყველას ერთად ვირუსის რისკების მართვაში გვაქვს”

“ლუგარის ლაბორატორია არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ლუგარის ლაბორატორიას ეხებოდა.
​„განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენ, ყველანი ერთად, პანდემიას ვებრძვით, მერწმუნეთ, რომ ის ფუნქცია, რომელსაც დღეს, ლუგარის ლაბორატორია ასრულებს, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმ გამარჯვებასა და წარმატებაში, რომელიც ჩვენ, ყველას ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გვაქვს ვირუსის რისკების მართვაში. მე როგორც ვიცი, ჩვენ  დავაფიქსირეთ, რომ არ გვაქვს წინააღმდეგობა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველასთვის ღიაა ლუგარის კარი, ერთობლივად, გუნდურად, ყველამ ერთად რომ ნახოს, რა ხდება ამ ლაბორატორიაში”, –  განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები