ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში ქართველი და ქისტი მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი კულტურულ-შემოქმედებითი პროგრამა წარუდგინეს, შეასრულეს მუსიკალური ნომრები და ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები წაიკითხეს.
ღონისძიების დასასრულს, ჟვანიას სკოლის დირექტორმა, მარიამ კობიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან აღნიშნა, რომ სკოლისთვის ქართული ენის სწავლება, პოპულარიზაცია და მისი გავრცელების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისი თქმით, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ქართული ენის მიმართ ინტერესის ზრდას და ინტეგრაციის პროცესის გაძლიერებას.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მანანა ნადიბაიძე და ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები.