ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი მარიამ კობიაშვილი და დირექტორის მოადგილე ზაზა ჭელიძე ახმეტის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერებს შეხვდნენ და მათ საქმიანობას გაეცნენ
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი მარიამ კობიაშვილი და დირექტორის მოადგილე ზაზა ჭელიძე ახმეტის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერებს შეხვდნენ და მათ საქმიანობას გაეცნენ.
სამუშაო შეხვედრაზე მარიამ კობიაშვილმა ტრენერებს გაწეული შრომისა და პროგრამის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის ფარგლებში მან სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
თავის მხრივ, ტრენერებმა სკოლის წარმომადგენლებს საგანმანათლებლო პროცესში არსებული გამოწვევები გააცნეს და მათი ეფექტიანად გადაჭრის შესაძლებლობები და სამომავლო ნაბიჯები განიხილეს.