პირველ ქართულ ნეობანკ “სფეისთან” კოლაბორაციაზე AWS თავის ვებგვერდზე წერს

იდეის გაჩენიდან 8 თვეში, 2018 წელს პირველი სრულად ციფრული ბანკი – “სფეისი” გაეშვა.

ამაში კრიტიკულ იროლი ითამაშა ამაზონის ვებსერვისებმა, რომელსაც “სფეისი” ახლა უკვე ორი წელია იყენებს. ცოტა ხნის წინ, AWS-მა თავის ვებგვერდზე ე.წ. case study გამოაქვეყნა,რომელიც “სფეისის” მიერ მათი სერვისების გამოყენებას ეხება.

Amazon Web Services არის Amazon-ის შვილობილი კომპანია, რომელიც ფიზიკურ პირებს, ბიზნესებს და სახელმწიფო სტრუქტურებს სთავაზობს ღრუბლოვან კომპიუტერულ პლატფორმებსა და პროგრამულ ინტერფეისებს.

ამ სერვისების დახმარებით ააშენა “სფეისმა” ოპტიმალური ინფრასტრუქტურა და აწვდის მომხმარებელს 24-საათიან სტაბილურ მომსახურებას.

„წარსულში, არასამუშაო დროს საბანკო ტრანზაქციის შესრულება ფანტასტიკას უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალობას. დღეს კი მომხმარებლებს ამ სერვისებზე მყისიერი წვდომა აქვთ. ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ AWS-ის ღრუბლოვანი პლატფორმის დამსახურებით. ერთ თვეში უკვე 40,000 მომხმარებელი გვყავდა. დავამტკიცეთ, რომ შესაძლებელია მართო სრულად ციფრული ბანკი, ფილიალების გარეშე, მთლიანად ღრუბლოვანისერვისების გამოყენებით,“ – აცხადებს “სფეისის” გენერალური მენეჯერი, ლაშა გურგენიძე.

“ნეობანკ “სფეისის” სერვისები: სესხები, დეპოზიტები, ბარათები – ყველაფერი სრულად ციფრულია. მაგალითად, ანგარიშის გახსნის პროცესში, საჭიროა ახალი მომხმარებლის იდენტიფიკაცია, ამაში “სფეისი” Amazon Rekognition-ის სახის ამოცნობის ფუნქციას იყენებს, რომ შეძლოს გადაღებული ფოტოს შედარება პასპორტის ან პირადობის ფოტოსთან,”- ნათქვამია სტატიაში.

“შიდა ინფრასტრუქტურის ასაშენებლად ყველა კომპონენტის მიღებას შეიძლება 6 თვეზე მეტი დრო დასჭირდეს. AWS– ის გამოყენებით კი, 6 წუთიც საკმარისია. ეს გაგვიადვილებს ახალ ბაზრებზე გასვლასაც, მაგალითად ამ წლის ბოლოს – გერმანიაში ექსპანსიას. ჩვენ უბრალოდ რამდენიმე დაწკაპუნებით შეგვიძლია საქართველოში შექმნილი ინფრასტრუქტურის კლონირება.“ – ამბობს გურგენიძე.

“სფეისი” არის პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში. ბანკი – ფილიალებისა და ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიც აპლიკაციის სახით მხოლოდ მობილურ ტელეფონებში არსებობს. სფეისის მიზანია, მომხმარებელზე ორიენტირებული, მარტივი, გამჭვირვალე და მყისიერი საბანკო მომსახურების შექმნა, დიზაინსა და მომხმარებლებზე ზრუნვაზე განსაკუთრებული აქცენტით.

R

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები