„სტუდენტ ჰაუსის“ პროექტის პრეზენტაცია ბილტმორში გაიმართება

2020 წლის 13 ივლისს, 19 საათზე, სასტუმრო ბილტმორში „სტუდენტ ჰაუსის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, ღონისძიებას გამართავს უძრავი ქონების სააგენტო „ოთი ისთეითი„ და „თიბიჯი ჯგუფი“.
2020 წელს საქართველოში „სტუდენტ ჰაუსის“ მშენებლობა იწყება, პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები უძრავი ქონების სააგენტო „ოთი ისთეითი“ და თიბიჯი ჯგუფი არიან.
„სტუდენტ ჰაუსი“ საქართველოში, პირველი, მრავალფუნქციური სტუდენტური საცხოვრებელი კომპლექსი იქნება, რომელიც აშენდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მათ შორის თბილისსა და ბათუმში. „სტუდენტ ჰაუსის“ პროექტის უნიკალურობა მდგომარეობს, მაღალი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექის დიზაინსა და სტუდენტებისთვის საჭირო სერვისების უზრუნველყოფაში, როგორიცაა საცხოვრებელი კომპლექსი, რეკრეაციული, სპორტულ, გამაჯანსაღებელი, საკვები ობიექტები და ბიზნეს სივრცეები. სტუდენტური საცხოვრებელი ასევე აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ინვენტარით, როგორიცაა სამკითხველო, მოსასვენებელი და სამრეცხაო დარბაზებით.

ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან საქართველოს განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროს, უძრავი ქონებისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლები. პროექტის პრეზენტაციის ფარგლებში სიტყვით გამოვლენ მოწვეული სტუმრები, განხილული იქნება პროექტის მნიშვნელობა და საჭიროებები საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის, ასევე სტუდენტური ცხოვრების ხელშეწყობა და საქართველოს უნივერისტეტების პოპულარიზაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები