“თუკი ადამიანები მთაში დაბრუნდებიან, სახელმწიფო მათ ხელს შეუწყობთ“ – სასოფლო სამეურნეო პროგრამების ხელშეწყობა ლეჩხუმში

ბოლო პერიოდში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებითა და სახელმწიფოს ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისა და სოფლად მცხოვრები ადამიანების ხელშეწყობის მიზნით, უამრავი პროექტი, პროგრამა, უშუალო და პირდაპირი დახმარების მექანიზმებია ჩართული.
იმის გასარკვევად, თუ რა სიახლეებია სოფლის მეურნეობის გაძლიერებისა და სოფლად მცხოვრები ადამიანებისათვის, ასევე, მათთვისაც, ვინც პანდემიის დროს ლეჩხუმის სოფლებში დაბრუნდა, “რეგიონულმა კვირა“ ცაგერის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მთავარ სპეციალისტს, დიანა ურთმელიძეს ესაუბრა.
ცენტრის მთავარი სპეციალისტი გვიყვება, რომ სახელმწიფოსა და მთავრობის მიერ აღებული კურსი ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ქვეყნის გაძლერებისთვის. პანდემიის პირობებში, სადაც მარტო საქართველოში კი არა, მსოფლიოში არავინაა დაზღვეული საკვები პროდუქტების რისკებისგან, ასეთი ქმედება განსაკუთრებულად გონივრულია. დიანა ურთმელიძის განმარტებით, ცაგერის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს უშუალო დაქვემდებარებაშია, რომელთა სტრატეგია და მუშაობის სტილი, მეტწილად, მთიანი რეგიონის საჭიროებებზეა მორგებული.

„ძირითადი პროექტები, რასაც სააგენტო ანხორციელებს, სოფლად მცხოვრებთა ინტერესებზეა მორგებული. ხდება ზოგჯერ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის მოთხოვნები ვერ ჯდება ხოლმე იმ პარამეტრებში, რასაც ესა თუ ის პროექტი ითხოვს, მაგრამ ინფორმაციის შეგროვებისა და შეგროვებული ინფორმაციის მიწოდების ფონზე, გარკვეულწილად, ცვლილებების შეტანა ხერხდება. ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება პროექტ“ დანერგე მომავლის“ ფარგლებშიც მოხდა/ თუ მანამდე ფართობის აუცილებელ ნორმად 5 ჰა სავალდებულო იყო, ამჟამინდელი ცვლილებითა და მთის პირობების გათვალისწინებით, ეს ნორმა 0.5 ჰა-ზე ჩამოვიდა. სწორედ ამ ცვლილებამ მისცა საშუალება ლეჩხუმში ადამიანებს, პროგრამაში მონაწილეობა მიეღოთ, ამჟამად უკვე 2 ბენეფიციარიც უკვე გვყავს“, – გვითხრა სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული პროგრამა მებაღეებს 70% ნერგის, ხოლო 50% წვეთოვანი სისტემების დაფინანსების საშუალებას აძლევს.

დიანა ურთმელიძე ამბობს, რომ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში ბევრი პროგრამისა და პროექტის შემობრუნებაც მოხდა, რითაც ფერმერებისთვის უშუალო დახმარების გაწევის მიზნით -0,25 ჰა დან 10ჰა-მდე ფართობზე კრედიტქულები ენიჭებათ, რომლის საშუალებითაც სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში მცენარეთა დაცვის აქსესუარების, შხამქიმიკატების, სასუქის, ცხოველთა და ფრინველთა საკვების, მაკრატლისა და აგროტექნიკის შეძენა შეუძლიათ.

აქტურობენ თუ არა ლეჩხუმელი ფერმერები და სოფლის მაცხოვრებლები, ისარგებლონ ყველა იმ სიახლით, რომელსაც სახელმწიფო მათ სთავაზობთ, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი გვპასუხობს, რომ მოსახლეობის აქტივობა შესამჩნევად გაზრდილია, ეს განსაკუთრებულად შეიმჩნევა ახლა, როცა დიზელის საწვავის შეღავათიან ფასში გაცემა მიმდინარეობს – “1ჰა.ზე 150 ლიტრი დიზელის გაცემა შეღავათიან ფასში მიმდინარეობს, შეღავათი საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაახლოებით ერთი ლარია, რითაც ჩვენი მოსახლეობა აქტიურად სარგებლობს“.
„რეგიონული კვირა“ დაინტერესდა, თუ რამდენად აქვთ შეღავათებითა და სიახლეებით სარგებლობის საშუალება იმ ადამიანებს, რომლებიც COVID-ის დროს სოფელს დაუბრუნდნენ და დიდი ხნის დაუმუშავებელი მიწები დაამუშავეს.
„ჩვენს სოფლებში პანდემიის დროს მობრუნებულ ადამიანებს ამ სიკეთეებით სარგებლობა შეეძლებათ იმ შემთხვევაში, თუ ფართობი ჯდება ზემო აღნიშნულ ნორმაში და მიწები ელექტრონულად დარეგისტრირებული აქვთ, თუ ეს პრობლემა მოუგვარებელია, მათ მეორე შანსიც ეძლევათ – უნდა წარადგინონ თანამესაკუთრის მინდობილობა“, – განმარტა დიანა ურთმელიძემ.
დარგის სპეციალისტმა მნიშვნელოვან სიახლეზე – შეღავათიან „აგროსესხებსა“ და მისი გაცემის პირობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბანკები ამ დაფინანსებით მსესხებელს საკმაო მოცულობის შეღავათებს სთავაზობს, ხდება აგროკრედიტების გაცემა, რომლის გამოყენება ფერმერებს საბრუნავ და ძირითად საშუალებებზე შეეძლებათ „მათ შეუძლიათ, აიღონ კრედიტები 17% და პროცენტის გადახდას სახელმწიფო ახდენს.

დიანა ურთმელიძის აზრით, სოფელში მცხოვრები ადამიანი, თუ მას საქმის კეთება უნდა, თავის მიზნებს ასეთ მოცემულობაში ადვილად განახორციელებს.

„ჩვენი მხარე-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი, მაღალმთიანი და მიგრაციული რეგიონია, თუკი ადამიანები სოფლად დაბრუნდებიან, მთავრობა მათ კიდევ უფრო შეუწყობთ ხელს“, – დასძინა დიანა ურთმელიძემ.

 

მარინე სვანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები