თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ რამაზ გულბანი დაინიშნა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ რამაზ გულბანი დაინიშნა. ინფორმაციას თეთრიწყაროს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, რამაზ გულბანს საჯარო
სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
“2014 წლიდან იყო საკრებულოს წევრი და სოფელ ირაგის მაჟორიტარი დეპუტატი, ასევე 2021- 2025 წლებში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
რამაზ გულბანი მერიაში ადმინისტრაციის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მიმართულებას ჩაიბარებს,”- წერია ინფორმაციაში.