ონში თერთმეტი ჩიხის და ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ონში თერთმეტი ჩიხის და ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან და მოადგილეებთან ერთად, დაათვალიერა ქალაქში ჩიხების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლისგან მიიღო ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ.
“პროექტი სრულად არის მორგებული მოსახლეობის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე, რაც მიზნად ისახავს მათთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
მიმდინარე სამუშაოების ჯამური ღირებულება 174 200 ლარს შეადგენს,”- წერია ინფორმაციაში.