დავით ქართველიშვილი: მოვითხოვ, ოპერატიული კონტროლის ქვეშ აიყვანონ „პირიქითა სექტა” – ამათგან გვაკლია კიდევ „რუსო-რუსოსა” და “მონა-მონას” პარალელურად, “არაბოსა” და “იუდას” ძახილი

„საეჭვოდ გააქტიურდა „პირიქითა სექტების” დესტრუქციული „არმაგედონული” ხასიათის საქმიანობაც. ნაცსექტასთან თანაცხოვრების სამწუხარო მდიდარმა გამოცდილებამ გააჩინა გონივრული ეჭვი, რომ ამ ფსევდოპატრიოტული გოდებების უკანაც სერიოზული ფინანსური შემოდინებები „იმალება”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი წერს, რითაც საზოგადოების იმ მცირე, მაგრამ რადიკალურ ნაწილს ეხმაურება, რომელიც საქართველოში არაბულ ინვესტიციებს სხვადასხვა, დაუსაბუთებელი მიზეზით ეწინააღმდეგება.

მისი თქმით, “შესაბამისი სტრუქტურებისგან, ოპერატიული კონტროლის ქვეშ უნდა იყოს აყვანილი „პირიქითა სექტის” თითოეული რადიკალის ასე „მოულოდნელად” აღზევებული „პატრიოტიზმის” საფუძვლები და საჭიროების შემთხვევაში, კანონის შესაბამისად მიეცეს მსვლელობა”.

„ნაცრადიკალიზმის აგრესიული აქტიურობა რომ პირდაპირ კავშირში იყო მის მკვებავ ფინანსურ ნაკადებთან, ამის უტყუარი დასტურია: 1) აშშ-ის ახალი დეპარტამენტის მხრიდან USAID-სა და სხვა წყაროების „დე-ფინანსირება”; 2) საქართველოში გამჭვირვალობის კანონის ამოქმედება; 3) ანტიკორუფციული ბიუროს ეფექტური მუშაობა; 4) საერთაშორისო გრანტების მარეგულირებელი კანონმდებლობა.

ჯაჭვი: „ფული არალი – რევოლუცია არალი”, ძალიან კარგად ამუშავდა. თუმცა მოდუნების საბაბი არ გაგვაჩნია. საეჭვოდ გააქტიურდა „პირიქითა სექტების” დესტრუქციული „არმაგედონული” ხასიათის საქმიანობაც. ნაცსექტასთან თანაცხოვრების სამწუხარო მდიდარმა გამოცდილებამ გააჩინა გონივრული ეჭვი, რომ ამ ფსევდოპატრიოტული გოდებების უკანაც სერიოზული ფინანსური შემოდინებები „იმალება”.

არა მგონია, ჩემი „მცდარი” ვერსია უსაფუძვლო იყოს და ვთხოვ კი არა – მოვითხოვ შესაბამისი სტრუქტურებისგან, ოპერატიული კონტროლის ქვეშ აიყვანონ „პირიქითა სექტის” თითოეული რადიკალის ასე „მოულოდნელად” აღზევებული „პატრიოტიზმის” საფუძვლები და საჭიროების შემთხვევაში, კანონის შესაბამისად მისცენ მსვლელობა. ამათგან გვაკლია კიდევ „რუსო-რუსოსა” და “მონა-მონას” პარალელურად, “არაბოსა” და “იუდას” ძახილი, რომელსაც ჩვენი თავების მოჭრის აუცილებლობის დაპირებაც მოჰყვა.

ვერავინ ვერ მასწავლის ხელისუფლების მიერ ინიციირებული სამართლიანი პროცესების მხარდაჭერას თუ გვერდში დგომას, მაგრამ კანონის ფარგლებში „პირიქითა სექტის” მიმართ სამართლიანი და კანონიერი მოქცევაც დამანახეთ და მათთან რაღაც „ქუჩური გარჩევების” რეჟიმში ნუ გვაიძულებთ გადასვლას…”, – წერს დავით ქართველიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები