თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკანორ მელია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.
დღევანდელ პროცესზე ლისის ტბის ასახვევთან ნიკა მელიას ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმე განიხილეს.
სხდომაზე მოწმის სახით ორი პოლიციელი იყო წარმოდგენილი.