საქართველოში სტუმრად მყოფმა UNESCO-ს ექსპერტმა და რომის უნივერსიტეტის ინჟინერიის ფაკულტეტის გეოტექნიკის პროფესორმა სვეტიცხოვლის ტაძარი მოინახულეს

კულტურის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ გამცემლიძემ საქართველოში სტუმრად მყოფ ექსპერტებს – UNESCO-ს გეოლოგიისა და ICOMOS-ის ექსპერტ კლაუდიო მარგოტინისა და რომის უნივერსიტეტის ინჟინერიის ფაკულტეტის გეოტექნიკის პროფესორ კუინტილიო ნაპოლეონს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი დაათვალიერებინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრებთან ერთად, სვეტიცხოველში იმყოფებოდა არქიტექტორი ვახტანგ ზესაშვილი.
მინისტრის მოადგილემ და ექსპერტებმა სვეტიცხოვლის როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლის შესახებ ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ძეგლის მუდმივი კვლევისა და მის საჭიროებებზე ზრუნვის მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები