შალვა პაპუაშვილი: სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთს ამ მწუხარების ჟამს – ჩემი ფიქრები ეკიპაჟის იმ წევრების ოჯახებთანაა, რომლებმაც სიცოცხლე დაკარგეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ განცხადება პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ღრმად ვარ დამწუხრებული თურქეთის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის საქართველოში ტრაგიკული კატასტროფის გამო. ჩემი ფიქრები ეკიპაჟის იმ წევრების ოჯახებთანაა, რომლებმაც სიცოცხლე დაკარგეს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთს ამ მწუხარების ჟამს“, – წერს პაპუაშვილი.