მაკა ბოჭორიშვილი: სამძიმარს ვუცხადებთ მსხვერპლთა ოჯახებს და თურქეთის მოსახლეობას – ჩვენი მთავრობები მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფებიან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდანთან სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და თურქეთის მოსახლეობას სამძიმარი გამოუცხადა.

„ვესაუბრე მინისტრ ჰაკან ფიდანს საქართველოში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ტრაგიკულ ჩამოვარდნასთან დაკავშირებით. გულითად სამძიმარს ვუცხადებთ მსხვერპლთა ოჯახებს და თურქეთის მოსახლეობას. ჩვენი მთავრობები მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფებიან ამ რთულ დროს“, – წერს ბოჭორიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები