იაგო ხვიჩია: როგორ შეიძლება, დადო გარიგება, რომლის აღსასრულებლადაც ციხეში შენი ნებით ზიხარ? – თან, ხალხის მოტყუება და ცუდი საქმე გამოგდის

მე ნებისმიერ შემთხვევაში მეცოდება ეს ხალხი, რადგან კარგი კონტრაქტი არ შეიძლება იყოს ის, რის შედეგადაც შენ ციხეში ზიხარ, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

“მე არ მესმის ამ თამაშის, რასაც ამდენი ხანია ვუყურებთ და არ მესმის, როგორ შეიძლება ადამიანები საკუთარი ნებით მონაწილეობდნენ ამ თამაშში, მაგრამ ვგრძნობ, რომ საკუთარი ნებითაც მონაწილეობენ. არა ყველა, ცხადია და ამიტომაც არის ეს ტრაგედია – ვიღაც ადამიანები ნებით მონაწილეობენ და ვიღაცები – შემთხვევითი მსხვერპლები არიან ამ ყველაფრის. მე ის ადამიანებიც კი მეცოდება, ვინც თავის ნებით მონაწილეობს, – როგორ შეიძლება, დადო გარიგება, რომლის აღსასრულებლადაც ციხეში შენი ნებით ზიხარ? ეს ხალხი საბრალოა, რაღაცნაირად და ჩვენ გვჭირდება იმის გააზრება, თუ რატომ და რის სანაცვლოდ თანხმდებიან ადამიანები ასეთ თამაშს.

ჩვენ ამის შესახებ ბევრჯერ გვისაუბრია, ხშირად გვილაპარაკია, მაგალითად, გვარამიასთან დაკავშირებით, რომ ისინი გარეთ რომ დადიოდნენ უფრო მეტად სარისკოა და, ძალიან ბუნებრივია, რომ ისინი ციხეში აღმოჩნდნენ ასეთ დროს. ყველას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეთ. იგივე 4 ოქტომბერი, როგორ შეწყდა ამ თემაზე საერთოდ საუბარი. მე ნებისმიერ შემთხვევაში მეცოდება ეს ხალხი, რადგან კარგი კონტრაქტი არ შეიძლება იყოს ის, რის შედეგადაც შენ ციხეში ზიხარ. თან, ხალხის მოტყუება და ცუდი საქმე გამოგდის. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას რაღაცნაირად უნდა გავცდეთ”, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები