ირაკლი ჭეიშვილი – ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე: რაც ქართველ ხალხს მისცეს, უკან ნუ წაიღებენ
“რაც ქართველ ხალხს მისცეს, უკან ნუ წაიღებენ“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა “დღის ქრონიკას” ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე საუბრისას განუცხადა.
„რაც შეეხება იმას, თუ რას იზამს ევროკავშირი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პროგნოზის გაკეთება მარტივი არ არის. მაქსიმალურად ეცდებიან, რომ არეულობა გამოიწვიონ და რაც მეტ დისონანს შემოიტანს ქვეყანაში, ზუსტად იმ გადაწყვეტილებისკენ გადაიხრებიან. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ. კონკრეტული პირები რომ დასანქცირდნენ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ, მაღალი თანამდებობის პირები მზად ვართ, რომ დაგვასანქცირონ, ოღონდ შეეშვან ქართველ ხალხს. რაც ქართველ ხალხს მისცეს, უკან ნუ წაიღებენ“, – განაცხადა ჭეიშვილმა.