შს მინისტრი, გეკა გელაძე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი ავიაკატასტროფის ადგილზე იმყოფება
შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი ავიაკატასტროფის ადგილზე იმყოფება. 
გეკა გელაძესთან ერთად – ადგილზე იმყოფება მისი პირველი მოადგილე – როლანდ მესხი, ასევე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გიორგი ალადაშვილი და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.
ცნობისთვის, დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც, პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით.

შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
