მარტვილის მერმა მარგო ნაჭყებიას 100 წლის იუბილე მიულოცა
მარტვილის მუნიციპალიტეტის კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მარგო ნაჭყებიას 100 წელი შეუსრულდა. იუბილარს დაბადების დღე მარტვილის მერმა გიორგი ნაჭყებიამ სიმბოლური საჩუქრებით მიულოცა და მას ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვა. ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.
მარგო ნაჭყებია 1925 წელს დაიბადა, მას 4 შვილი, 7 შვილიშვილი და 6 შვილთაშვილი ჰყავს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის „100 და 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, იუბილარს ფინანსური დახმარების სახით 2 000 ლარი გადაეცა.