“ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს და სტრატეგიას წარმოადგენს ბაზრების დივერსიფიკაცია” – მარიამ ქვრივიშვილი

“ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს და სტრატეგიას წარმოადგენს ბაზრების დივერსიფიკაცია”, – ამის შესახებ  „იმედის კვირას“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.

„ჩინეთი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორს. უდიდესი შესაძლებლობებია, უმსხვილესი ბაზარია და ეკონომიკის ყველა სექტორისთვის არის უმნიშვნელოვანესი სამიზნე ქვეყანა. დარწმუნებულები ვართ, რომ იმ სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს და იმ ურთიერთობებით, რომლებიც ყოველწლიურად ყალიბდება ქვეყნებს შორის და უფრო მეტად ღრმავდება, ყოველწლიურად ჩვენ ვნახავთ გაზრდილ ეკონომიკურ კავშირებს“, – განმარტა მარიამ ქვრივიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები