“ქართუმ“ სამცხე-ჯავახეთის მხარეს, ადგილობრივი პოპულაციის აღდგენა-გამრავლების მიზნით, საჩხერის საშენი მეურნეობიდან 200 კაკაბი გადასცა

“საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ სამცხე-ჯავახეთის მხარეს, ადგილობრივი პოპულაციის აღდგენა-გამრავლების მიზნით, საჩხერის საშენი მეურნეობიდან 200 კაკაბი გადასცა”, – ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფრინველების გაშვება ახალქალაქისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა.

“გაშვების პროცესში მონაწილეობდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ვახტანგ მერაბიშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი, მერის მოადგილე ნოდარ ტატალიშვილი და „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ ხელმძღვანელი – დავით მუმლაძე”, – წერია ინფორმაციაში.

წითელ წიგნში შეყვანილი, ფრინველთა უნიკალური ჯიშების გამრავლებას და მათ ველურ ბუნებაში პოპულაციას ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი აფინანსებს.

უკვე წლებია, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ოჯახი აღნიშნულ პროექტს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს, რის შედეგადაც საქართველოს ველურ ბუნებაში გადაშენების პირას მყოფი ათასობით ფრინველი განაშენიანდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები