ქუთაისში მეეზოვეებს “გვირილობა” მიულოცეს

​ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილიმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა მეეზოვე ქალბატონებს „გვირილობა“ მიულოცეს.
ქვეყანაში შექმნილი საგანგები მდგომარეობის გამო,წელს ქუთაისი უჩვეულოდ აღნიშნავს ქალაქის დღესასწაულს. „ორმაისობა-გვირილობა“ მასშტაბური ღონისძიებების გარეშე ჩაივლის, კორონავირუსის პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

,,ქალაქის ყოველი დილა სწორედ მეეზოვეების შრომით იწყება, ახლა კი, როცა ქვეყანა პანდემიას ებრძვის, მათი საქმიანობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია . ამიტომაც, წლევანდელი 2 მაისი მათთან სტუმრობით დაიწყო”,-განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

ქუთაისელ მეეზოვე ქალბატონებს დავით ერემეიშვილმა და იოსებ ხახალეიშვილმა თაიგულები მიართვეს და ქალაქის სისუფთავეზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები