ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე მოსახლეობას ახალ 2026 წელს ულოცავს.

საკრებულოს ინფორმაციით, სვიანიძე ხაზს უსვამს ერთ მნიშვნელოვან სურვილს – იყვნენ ერთმანეთის გვერდით, გაუზიარონ თბილი სიტყვები და ოჯახური სითბო, აგრეთვე გააგრძელონ მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში აქტიური მონაწილეობა.

გიორგი სვანიძე მადლობას უხდის მოსახლეობას 2025 წელს გაწეული მუშაობისთვის და ახალ წელს უსურვებს მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიყვარულს, წარმატებას და სიხარულს.

„მაქვს პატივი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით მოგილოცოთ ახალი, 2026 წელი!

ახალი წელი ყოველთვის გვახსენებს ერთ მნიშვნელოვან სურვილს – ვიყოთ ერთმანეთს გვერდით, ვუთხრათ  თბილი სიტყვა, გავიზიაროთ ერთმანეთის ოჯახური სითბო და ერთად გავაგრძელოთ ის საქმე, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას ემსახურება

ყოველ წელიწადს აქვს თავისი სიხარული და გამოწვევა. არც 2025 ყოფილა გამონაკლისი. თითოეულ თქვენგანს გულით გიხდით მადლობას – ჩვენს ოჯახებს, ახალგაზრდებს, უფროს თაობას, ყველას, ვინც ყოველდღე ქმნის ბოლნისის ენერგიასა და სიცოცხლეს.

ახლა კი, 2026 წლის დადგომასთან ერთად, თქვენ და თქვენს ოჯახებს მშვიდობას, სიყვარულს და სითბოს გისურვებთ. გქონდეთ იმედი, ძალა და ენერგია, რომ ახალი წელი კიდევ უფრო წარმატებული და ბედნიერი იყოს.

გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს და უამრავ სიხარულს!

გილოცავთ ახალ, 2026 წელს!“ – აღნიშნავს გიორგი სვანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები