დავით შერაზადიშვილი: 2026 წელი იყოს ერთიანობის, ურთიერთპატივისცემისა და ახალი შესაძლებლობების წელი
საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე, ბოლნისის, დმანისი, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
„ძვირფასო თანამოქალაქეებო, გილოცავთ ახალ, 2026 წელს!
განსაკუთრებით ვულოცავ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მოსახლეობას. ახალი წელი ყოველთვის გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ განვლილ გზაზე, შევაფასოთ მიღწეული და ახალი იმედით შევხედოთ მომავალს.
2026 წელი იყოს ერთიანობის, ურთიერთპატივისცემისა და ახალი შესაძლებლობების წელი. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას .განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა, სოლიდარობა და თანადგომა – ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას აძლიერებს.
მჯერა, რომ ერთობლივი შრომით, პასუხისმგებლობითა და საერთო მიზნების გარშემო გაერთიანებით შევძლებთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რეგიონებისა და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის კიდევ უფრო განმტკიცებას.
გისურვებთ წარმატებას, სიმშვიდეს და ნათელ მომავალს ახალ, 2026 წელს!“ – წერს სოციალურ ქსელში დავით შერაზადიშვილი.