მარტვილში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო (ვიდეო)

მარტვილის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები და სოფლის ამბულატორიის ექიმები მოსახლეობას სახლში აკითხავენ და ტემპერატურას უზომავენ.

მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგის პროცესის მონიტორინგს მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულებში მარტვილის მერის წარმომადგენლები გაუწევენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიებები რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ტარდება.

მარტვილის მერის, ალექსანდრე გრიგალავას განცხადებით, თერმოსკრინინგი, რომელიც დღეს დაიწყო, მოიცავს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს, ჯამურად, 43 000-მდე მოქალაქე შემოწმდება.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში “კოვიდ19”-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა, ამ დრომდე, არ გამოვლენილა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები