ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა მოწყვლად ჯგუფებს საკვები პროდუქტი მიუტანა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა – დათო გოგუამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა – ჯუმბერ იზორიამ, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა – გოგა გულორდავამ და მოხალისეებმა სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები გადასცეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მარტოხელა ხანდაზმულებს, მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტები სახლში მიუტანეს და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ. მერმა მათ პირბადეებიც გადასცა.
“გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ მოსახლეობამ ამ რთულ პერიოდში ჩვენი თანადგომა იგრძნოს. საკვები პროდუქტების გაცემა მოწყვლადი ჯგუფებისთვის გაგრძელდება. პროდუქტს მარტოხელა ხანდაზმულები, შშმ პირები, მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფი, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები პერიოდულად მიიღებენ”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, დათო გოგუამ და მოუწოდა მოქალაქეებს, დარჩნენ სახლში და გაითვალისწინონ რეკომენდაციები.