კორონავირუსი და ტურიზმის ინდუსტრია – საქართველო და მსოფლიო

გასულ წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1.5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით, მიმდინარე წელს კორონავირუსის გამო საერთაშორისო ტურიზმის შემოსავლები შესაძლოა, 250-400 მილიარდი დოლარით, ანუ 20-30 %-ით შემცირდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, კორონავირუსის პანდემია მსოფლიოში შესაძლოა, 3-4 თვეს გაგრძელდეს. იმ შემთხვევაში, თუ ჯანმო-ს პროგნოზი გამართლდა, დანაკარგები საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიასაც მნიშვნელოვანი ექნება.
ეკონომიკის დოქტორის, პროფესორ ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, ყოველთვიურად საქართველოს მხოლოდ მეზობელი ქვეყნებიდან ნახევარ მილიონამდე ვიზიტორი სტუმრობს. ჭარაიას შეფასებით, მათი საშუალო დანახარჯის გათვალისწინებით,  ტურიზმის ინდუსტრიის დანაკარგები 40 მილიონს მიაღწევს. ჭარაიას თქმით, თუ ამას ირანთან, ჩინეთსა და ევროპასთან ჩაკეტილ ავიამიმოსვლასა და საზღვრებს დავუმატებთ, დანაკარგები კიდევ 40 მილიონით გაიზრდება.
ჯამურად, ჭარაიას შეფასებით, ყოველთვიური დანაკარგები 80 მილიონ ლარს მიაღწევს.

დაახლოებით, ანალოგიური პროგნოზი აქვს  “თიბისი” კაპიტალს.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ტურისტული შემოდინების კლება განსაკუთრებით აპრილსა და მაისში მიაღწევს მაქსიმუმს. როგორც “თიბისი” კაპიტალში აცხადებენ, საბაზო სცენარის მიხედვით, ვითარების ეტაპობრივი ნორმალიზება მეორე კვარტლის ბოლოდან დაიწყება, ხოლო წლის ბოლოსთვის ზრდა განახლდება. წინასწარი გათვლებით, “თიბისი” კაპიტალში ვარაუდობენ, რომ, ჯამურად, 2020 წელს ტურისტული შემოსავლები საქართველოში 25%-ით შემცირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები