“გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი დღეს, სოფელ ატენში გარდაცვლილი იპოვეს” – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს დეტექტივის გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო”, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
“გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი დღეს, სოფელ ატენში გარდაცვლილი იპოვეს.
მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.