“როგორც კი აიყვანა ბავშვი კარები გადაუკეტავს და დაუწყია ძალადობა, მაგიდაზე სამზარეულოს დანა აუღია და თავდაცვის მიზნით მოუქნევია,”- ამის შესახებ რუსთავში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ახლობელი საქმის დეტალებზე საუბრისას აცხადებს.
მისივე თქმით, ამ კაცს არავინ იცნობდა აქ. 2 დღის ჩამოსული იყო აზერბაიჯანიდან და იძახდა მშენებელი ვარო.
“სახლი 2 დღის ნაქირავები ჰქონია იმ კაცს. როგორც კი აიყვანა ბავშვი კარები გადაუკეტავს და დაუწყია ძალადობა, ტანსაცმელს ხდიდა და ეჯაჯგურებოდა. ს როგორც კი აიყვანა ბავშვი კარები გადაუკეტავს და დაუწყია ძალადობა სამზარეულოში ყოფილან ბავშვს დაუნახავს მაგიდაზე სამზარეულოს დანა აუღია და თავდაცვის მიზნით მოუქნევია. მაინც არ ანებებდა თავს თურმე. დაჭრილიც კი ცდილობდა ეძალადა სექსუალურად ბავშვზე. პედოფილია ალბათ, თორე სხვანაირად როგორ უნდა იძალადო ბიჭზე თან 15 წლის მოზარდზე. პირდაპირ ეუბნებიდა, რაც სურდა მისგან. ამ კაცს არავინ იცნობდა აქ . 2 დღის ჩამოსული იყო აზერბაიჯანიდან და იძახდა მშენებელი ვარო”, – ამბობს დაკავებულის ოჯახის წევრი.
დაკავებულის ოჯახის წევრის განცხადებით, ბიჭი სარემონტო სამუშაოებზე დადიოდა ხოლმე.
“ბავშვი არის 15 წლის, თან სკოლაში დადის და თან უნდოდა რომ მისი შემოსავალი ჰქონოდა ოჯახსაც ეხმარებოდა თან ხელობას სწავლობდა. სარემონტო სამუშაოებზე დადიოდა ხოლმე ხან სად ხან სად. ეხლაც რომ შესთავაზა ამ კაცმა წაგიყვან დამხმარედო, დათანხმდა ბავშვი სიხარულით. ქესალოში წაიყვანა იქ ვიღაცის სახლის მოპირკეთება უნდა დაეწყოთ. სახლი უნახიათ. იქ სხვა მუშებიც იყვნენ. ეს ბავშვი გამოყო და შესთავაზა რუსთავში წავიდეთ ვისადილოთო. წაიყვანა მასთან სახლში და მერე იქ მომხდარა ეს ამბავი.
ეს ბავშვი უნდა გათავისუფლდეს. მოუსპო მომავალი იმ ნაძირალამ. როგორ გაბედა? ჩვენ კავკასიელები ვართ მსგავსი რამეები ჩვენთან არ ხდება რატომ უნდა დამორჩილებოდა ბავშვი? ყველა მსგავსად მოიქცეოდა თავი არ დაეცვა აბა? ჯერ ეხვეწებიდა ბავშვი თურმე რომ ჩაკეტილი კარი გაეღო. სთხოვდა რომ გამიშვიო. უმწეო ბავშვს როგორ გაუბედა. არც კი იცოდა ბავშვმა რომ გარდაიცვალა. თავი რომ დააღწია, გააღო კარი და გაქიცა პირდაპირ პოლიციაში თვითონვე ჩაბარდა და მოუყვა ყვრლაფერი არ უნდა დაეკავბინათ, 1 დღეც არ უნდა დაჰყოს ამ 15 წლის ბავშვმა ციხეში. რის გამო? იმიტომ რომ თავი გადააირჩინა? “- ამბობს ოჯახის ახლობელი.