მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის დიასპორასთან ურთიერთობები პრიორიტეტულია; გვაქვს ახალი პროექტები, რომლებიც ფოკუსირებულია ენის სწავლებასა და სამშობლოსთან ურთიერთობების გაძლიერებაზე
“მნიშვნელოვანია დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრები, მათთან კომუნიკაცია იმისთვის, რომ სამშობლოსთან კავშირი, რაც ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ, გავაკეთოთ”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ში ვიზიტისას განაცხადა.
„დიასპორასთან ურთიერთობები ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია, ცოტა ხნის წინ აღვნიშნეთ დიასპორის დღე და გავაკეთეთ ახალი პროექტების პრეზენტაცია, შევთავაზეთ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს ახალი პროექტები, რომლებიც ძირითადად ფოკუსირებული იქნება სწორედ ქართული ენის სწავლების, დიასპორის სამშობლოსთან ურთიერთობების გაძლიერებაზე და რა თქმა უნდა ქართული ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლზე დიასპორაში, რომელიც მართლაც განსაკუთრებულ როლს ასრულებს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებისთვის. სწორედ ეს არის ძალიან ხშირად მაკავშირებელი ჩვენს ეროვნებასთან, კულტურასთან და სულიერებასთან. მნიშვნელოვანია დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრები, მათთან კომუნიკაცია იმისთვის, რომ სამშობლოსთან რაღაც კავშირი, რაც ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ, ეს გავაკეთოთ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.