“დადგა რაღაც მომენტი, როდესაც ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა, რომ გადასულიყო იმ წითელ ხაზს, რომლის გადალახვაც არცერთი სუვერენული ერის შემთხვევაში დაშვებული არ არის” – თეა წულუკიანი
“თქვენთვის ცნობილია, რომ მე ჯერ კიდევ 2012 წლიდან იუსტიციის მინისტრის რანგში პირადად ვიყავი ჩართული ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მიზნით საქართველოს მიერ წარმოებულ რეფორმატორულ პროცესში, ბატონ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, შემდეგ სხვადასხვა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და ეს გაგრძელდა 2020 წლამდე”, – ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა ისაუბრა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, “დადგა რაღაც მომენტი, როდესაც ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა, რომ გადასულიყო იმ წითელ ხაზს, რომლის გადალახვაც არცერთი სუვერენული ერის შემთხვევაში დაშვებული არ არის”.
„ჩვენ 2018 წელს ასევე შევძელით, ბევრი მტკივნეული რეფორმის და ბევრი მოთხოვნის განხორციელება იმისთვის, რომ შეგვძლებოდა, მოგვეპოვებინა ჩვენი ერისთვის, როგორც ეს არის ქართველი ერის ისტორიული არჩევანი, ალბათ ჩვენი ისტორიის მანძილზე ყველაზე ხელშესახები შედეგი ევროკავშირთან და ევროპულ სივრცესთან დაახლოების, ეს არის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ეს რეჟიმი სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრი ძალისხმევის შედეგად მოუტანა ქართველ ხალხს.
ამის შემდეგ უკვე კონსტიტუციაში იწერება 78-ე მუხლი, ირაკლი კობახიძის თაოსნობით გამართულ საკონსტიტუციო კომისიაში, მისი მუშაობის შედეგად და იწერება, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წიაღში საქართველოს ინტეგრაცია მოხდეს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.