შიო III, საყოველთაო ნათლობის ფარგლებში, დღეს ბავშვებს მონათლავს

დღეს, 7 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება მორიგი, 73-ე ეტაპი კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა.

ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„20:00 საათზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დალოცავს ახალ ნათელღებულებს“, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები