გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივის გარდაცვალების გამო, შსს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს

“შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ბაქარ ბექაურის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს”, – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.

“გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივი – ბაქარ ბექაური მიმდინარე წლის 7 ივნისს გარდაცვლილი იპოვეს სოფელ ატენში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაიწყო”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები