ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯტაბა ხამენეიმ 5 ივნისს მუსლიმური დღესასწაულის, ეიდ-ე-კადირის, აღნიშვნისას 2000 პატიმრისთვის ამნისტია გამოაცხადა.
ამის შესახებ ხამენეის პრესსამსახურმა განაცხადა.
“უზენაესმა ლიდერმა აიათოლა მოჯტაბა ხამენეიმ, ეიდ-ე-ღადირის დღესასწაულთან დაკავშირებით, დააკმაყოფილა სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელის თხოვნა 2000 მსჯავრდებულის შეწყალების ან სასჯელის შეცვლის შესახებ“, – ნათქვამია ხამენეის პრესსამსახურის Telegram არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.