“უსამართლოდ ხდება ჩვენი სასამართლოს შეფასება, უსამართლოდ ხდება სახელისუფლებო ინსტიტუტების შეფასება” – ლევან მახაშვილი

“ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ სასამართლო იდეალურია და უკვე ევროკავშირის სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ, ამაზე არ გვაქვს საუბარი. ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, რომ უსამართლოდ ხდება ჩვენი სასამართლოს შეფასება, უსამართლოდ ხდება სახელისუფლებო ინსტიტუტების შეფასება. ამაზეა საუბარი”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“ ისაუბრა.

„უსამართლო შეფასებები, უსამართლო ბრალდებები ემსახურება იმას კი არა, რომ მართლაც რაღაც დაინახეს და ამას აკრიტიკებენ, ემსახურება ერთადერთ მიზანს – თეთრზე შავის თქმას სპეციალურად, რათა გაგაშავონ და გაიძულონ, პოზიციის შეცვლა და მათ შორის ვიზალიბერალიზაციის საკითხიც სწორედ ესაა. თორემ, საქართველოს ხომ არ აქვს მარტო უვიზო მიმოსვლა – 51 ქვეყანას აქვს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. არც ერთ სხვა ქვეყანასთან შედარებით არაფერი განსაკუთრებული, რაც მართლა ვიზალიბერალიზაციის სტრუქტურას ეხება – საზღვრის მართვიდან დაწყებული, თავშესაფრის პოლიტიკით დასრულებული, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მაგრამ მათ გადაწყვიტეს, რომ ეს აქციონ თავდასხმის იარაღად“, – განაცხადა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები