“როდესაც აპირებ, რომ ქვეყანას გაუუქმო ან შეუჩერო უვიზო მიმოსვლა, ამისთვის უნდა იყოს ძალიან მტკიცე არგუმენტები მოყვანილი” – კოტე ჟღენტი

“როდესაც აპირებ, რომ ქვეყანას გაუუქმო ან შეუჩერო უვიზო მიმოსვლა, ამისთვის უნდა იყოს ძალიან მტკიცე არგუმენტები მოყვანილი“, –  ამის შესახებ “ პარტია „ერთიანი ნეიტრალურ საქართველოს“ მრჩეველმა, დიპლომატმა კოტე ჟღენტმა ისაუბრა.

„ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან იმ დონეზე არ არის ჯერ გაფუჭებული, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგან. საქართველო არის ქვეყანა, რომლის ინტერესების გათვალისწინების და ნორმალური ურთიერთობის გარეშეც ევროკავშირი თავის ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში ვერ დაიცავს. საქართველოს გარეშე, რომელიც წარმოადგენს ჩვენი რეგიონის წამყვან ქვეყანას, აქ პოლიტიკის გატარება შეუძლებელია“, – აღნიშნა კოტე ჟღენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები