“მართვა, ჯანმრთელობა, ფსიქოლოგია – როგორ მოხდება საზოგადოების მეხსიერებაზე ზემოქმედება” – ქეთევან ასანიძე
“მართვა, ჯანმრთელობა, ფსიქოლოგია – როგორ მოხდება საზოგადოების მეხსიერებაზე ზემოქმედება”,- ამის შესახებ მართვის სპეციალისტი, მენეჯმენტის მაგისტრი (კავკასიის ბიზნეს სკოლა), მართვასა და მეწარმეობაში 12 წლიანი გამოცდილების მქონე, ქეთევან ასანიძე საუბრობს.
“ჩვენი ცხოვრება იქნება კარგი, ბრწყინვალე თუ ჩვენი მიზანი და სტრატეგია არის საზოგადოებისთვის უმრავლესობის კეთილდღეობა . ქმედებამდე იდეებს და სიტყვასაც აქვს ძალა . შეგიძლია გამოიწვიო სიტყვით: მზე, ქარი, ელვა,ყინვა , წვიმა და ა.შ… ჯანმრთელობა ფსიქოლოგიურ სიღრმეში ყალიბდება და განიცდის მოდიფიცირებას იმის მიხედვით თუ როგორ სავალ გზას ვქმნით.
მეხსიერება გრძელვადიანი და მოკლევადიანია. ბევრი რამ გადადის მოდიდან და ვერ ინარჩუნებს საზოგადოების ყურადღებას , ცოტა რჩება
ადამიანის ( და რომ განვაზოგადოთ ორგანიზაციების , ქვეყნების და აშ…დონეზე) მეხსიერებასა და ფსიქოლოგიაში . გრძელვადიან მეხსიერებაში ადგილის სტაბილური შენარჩუნებაა წარმატება.
დავავიწროვოთ:- კონკრეტულ დროსა და სივრცეში ჩვენ 1 წუთის განმავლობაში დაგვიმახსოვრებენ ან ვერ. რა ერთობლიობა ახდენს ზეგავლენას : ახალი იდეები, აზროვნება, ტონი, მიმიკები, მანერები, სითბო, პოზიტივი, იმედი, ხმა, რწმენა, ენერგეტიკა, ემოცია, ესთეტიურობა, ერთგულება, გულწრფელობა, ნდობა, შემოქმედებითობა, ფერები, მუხტი, თანამედროვეობა, მრავალფეროვნება, პროგრესულობა, პოზიტიური და კეთილი იდეების გაცოცხლება. ეს არის სტრუქტურა და
ეს ყველაფერი პირდაპირ დაკავშირებულია ჯანმრთელობათან.
ჯანმრთელობა არის სულის და სხეულის კარგად ყოფნა ერთობლივად და ის საერთო მადლის ძალაა .
რა თქმა უნდა სჯერათ ჩვენი და ჩვენი გულწრფელობის თუ არ , განაპირობებს წარმატებას.
ჩვენ მოგვეცემა ჯანმრთელობა მხოლოდ სიკეთის კეთებისთვის. ჩვენი წარმოსახვები იქნება მდიდარი და ინტელექტი გენეტიკურად განვითარებადი.
მაშ შეიძლება იყო დაუვიწყარი და შემდეგ უკვდავი.
ზოგადი საყოველთაო ცნობადობაც ესე მრავლდება და რომ განვაზოგადოთ მასშტაბი ორგანიზაციების , ქვეყნების და აშ… დონეზეც იგივეა.
უშუალო ტექნიკური ფორმულა არის შინაგანი განწყობა და ძალები დავტოვოთ ( და თქვენ გაქვთ ძალა) მიზნობრივად მაქსიმუმ პოზიტიურ და სიკეთით სავსე ტემპერატურაზე რეალურ თუ ირეალურ აწმყოში მომავლის გამოსაწვევად”,- აცხადებს ქეთევან ასანიძე.
R