რუსთავში 16 წლის ბიჭმა 50-წლამდე მამაკაცი მოკლა. არასრულწლოვანი პოლიციამ უკვე დააკავა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ჭრილობა მამაკაცს ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.