ზელიმხან იაგუბის ხსოვნის უკვდავსაყოფად ბოლნისის რაიონში პოეზიის სახლი აშენდება

ზელიმხან იაგუბის ხსოვნის უკვდავსაყოფად ბოლნისის რაიონში პოეზიის სახლი აშენება იგეგმება. შესამამისი ინიციატივით საქართველოს სამთავრობო უწყებებს უკვე მიმართეს ბოლნისის რაიონის სოფელ ქიაფიანიაჩქის მაცხოვრებლებმა, სადაც აზერბაიჯანის სახალხო პოეტი და საზოგადო მოღვაწე ზელიმხან იაგუბი დაიბადა.
როგორც ცნობილი გახდა, ინიციატივის ავტორები ქიაფიანიაჩქში მიწის ნაკვეთის გამოყოფას ითხოვენ, სადაც პოეზიის სახლი მოეწყობა. აზერბაიჯანული პრესის ინფორმაციით, შესაბამისი მიმართვა უკვე გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს გოგი მეშველიანს.
საქართველოში დაბადებულ აზერბაიჯანელ პოეტს, რომელიც აზერბაიჯანის მილიმეჯლისის ორი მოწვევის დაპუტატი იყო, მიმდინარე წლის 21 იანვარს 70 წელი შეუსრულდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები