ახალციხეში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს

ახალციხის ცენტრალურ პარკში, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მხარდაჭერილი ახალი წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება იმართება.

მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები წარსდგნენ.

დამდეგი ახალი წელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ მიულოცეს.

სადღესასწაულო ღონისძიების ფარგლებში, ასევე დააჯილდოვეს წარმატებული სპორტსმენები, ახალგაზრდული პროგრამების „მოხალისე 2019“-ისა და „დებატ-კლუბების“ მონაწილეები. გამარჯვებულებს სერთიფიკატები, ფასიანის საჩუქრები და ფულადი ჯილდოები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ გადასცეს.

თავის მხრივ, გამარჯვებულებმა მიღებული საჩუქრის, საინტერესო თანამშრომლობისა და მიღებული გამოცდილებისთვის მუნიციპალიტეტის მერიას მადლობა გადაუხადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები