ესტონეთი მზადაა, აშშ-სთან ჰორმუზის სრუტეში ჯარების გაგზავნის საკითხი განიხილოს

ესტონეთის ხელისუფლება მზადაა, შეერთებულ შტატებთან, ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, ჰორმუზის სრუტეში ესტონელი სამხედრო პერსონალის განლაგება განიხილოს,- ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.

“შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ნატო-ს მოკავშირეებისგან მხარდაჭერას ელის, თუმცა ეს აბსტრაქტულად არ არის მოცემული. ესტონეთის პოზიციაა, რომ თუ შეერთებული შტატები ამ საკითხს წამოჭრის, მაგალითად, ნატო-ს ფარგლებში ან ორმხრივ ფორმატში, მაშინ ჩვენ ნამდვილად მზად ვართ განვიხილოთ ეს საკითხები“, – აცხადებს მინისტრი.

ცაჰკნამ აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია იმის გარკვევა, თუ რა სახის დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება ვაშინგტონს და რა იქნება ოპერაციის მიზანი.

“თუ სამხედრო დახმარებაზე ვსაუბრობთ, ძალიან მკაფიო გეგმები უნდა არსებობდეს. ამ ეტაპზე, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ევროპულმა მხარემ არ იცის შეერთებული შტატების სტრატეგიული მიზნების შესახებ. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ მათ შესახებ არც კი ვიცოდით, როდესაც ეს ომი დაიწყო, ამიტომ ბევრი კითხვა რჩება“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს “ძალიან ცუდი მომავალი” ელის, თუ წევრი სახელმწიფოები შეერთებულ შტატებს ჰორმუზის სრუტის გახსნაში არ დაეხმარებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები