ვლადიმერ ბოჟაძე: მკაცრი განცხადებების მიუხედავად, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ევროკავშირი ქმედითი ნაბიჯების ნაცვლად, კვლავ მსჯელობის რეჟიმში რჩება

“მკაცრი განცხადებების მიუხედავად, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ევროკავშირი ქმედითი ნაბიჯების ნაცვლად, კვლავ მსჯელობის რეჟიმში რჩება,”- ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების დაცვას”.

„ასეთი რიტორიკის ამოცანა არის ერთადერთი, რომ რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდეს რაიმე სალაპარაკო და როგორც წესი, ასეთი განცხადებები ერთგვარი მაშველი რგოლია რადიკალური ოპოზიციისთვის. რაც შეეხება ქმედებებს, იცით, რომ მაგალითად, დიპლომატიურ პასპორტებთან მიმართებით არაერთხელ ითქვა ეს ყველაფერი, თუმცა, ამასაც აქვს ის მიზეზი – რომ როგორმე მოხდეს ხელისუფლებაზე ზეწოლა. თუმცა, იცით, რომ საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს პარლამენტის წევრები არ ვაპირებთ, შევცვალოთ ის კანონმდებლობა, რომელიც ქართველი ხალხის დავალებით მიიღო პარლამენტმა. სამწუხაროდ, ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, ისევე როგორც ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების დაცვას“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები