აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის მზად არ არის ირანზე გამარჯვების გამოცხადებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა ქვეყანა სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით გაანადგურა.
„არა, ამას არ ვაპირებ. ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს.
მე უბრალოდ ვამბობ, რომ ისინი განადგურებულები არიან. ვფიქრობ, რომ ჩვენ მათ ზიანი მივაყენეთ.
ახლა რომ წამოვიდეთ, მათ აღდგენისთვის 10 წელზე მეტი დასჭირდებათ, თუმცა გამარჯვებას მაინც არ ვაცხადებ“, – აღნიშნა ტრამპმა The Hill-ს Air Force One-ის ეთერში ჟურნალისტებთან საუბრისას.