ნეთანიაჰუ: ირანის წინააღმდეგ ომში ჯერ კიდევ ბევრი სიურპრიზია

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რომლის დროსაც მხარეებმა ირანის წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში მოქმედებების კოორდინაცია განიხილეს.

მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა შენარჩუნებულია, მათ შორის საჰაერო და საზღვაო ძალების თანამშრომლობა, ასევე ხელმძღვანელობის დონეზე კონტაქტები.

მან აღნიშნა, რომ ირანზე ზეწოლა როგორც პირდაპირი საბრძოლო, ასევე არაპირდაპირი საშუალებებით გაიზრდება.

“წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი გველის. ომს ეშმაკობით გავაგრძელებთ. აქ ყველა ხრიკს არ გავამხელთ, მაგრამ გითხარით: ბევრია. დღეს დილით ჩვენ მოვკალით ალი ლარიჯანი (ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი). ის იყო ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ფაქტობრივი ხელმძღვანელი, რომელიც, ფაქტობრივად, მართავდა ირანს. მასთან ერთად, ჩვენ ასევე მოვკალით “ბასიჯის” მეთაური.“, – წერდა ის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები