“ქართველი ხალხისთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რა ტყუილს ჩაწერს ე.წ. მოსკოვის ფაქტების დამდგენი მისიის მიკერძოებული ვითომ ექსპერტი, არამედ მნიშვნელობა აქვს იმას, საქართველოს ინტერესი რა არის” – მათიკაშვილი
მმართველი გუნდის დეპუტატის, დავით მათიკაშვილის თქმით, ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლისთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი, “რა ტყუილს ჩაწერს ე.წ. მოსკოვის ფაქტების დამდგენი მისიის მიკერძოებული ვითომ ექსპერტი”, არამედ მნიშვნელობა აქვს იმას, საქართველოს ინტერესი რა არის.
როგორც მან “დღის ქრონიკაში” ისაუბრა, ამ ყველაფერზე მსჯელობა შესაძლებელია 2024 წლის და 2025 წლის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე.
„ჩვენთვის, ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლისთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რა ტყუილს ჩაწერს ე.წ. მოსკოვის ფაქტების დამდგენი მისიის მიკერძოებული და საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ვითომ ექსპერტი, არამედ მნიშვნელობა აქვს იმას, საქართველოს ინტერესი რა არის. ჩვენი ხალხის ინტერესი რა არის, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი სად არის, რაც საქართველომ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის. ამ ყველაფერზე 2024 წლის და 2025 წლის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, სადაც დამაჯერებლად დაამარცხა „ქართულმა ოცნებამ“ რადიკალიზმი, ომი, ის ქაოსი და უბედურება, რისი შემოტანაც როგორც გარე აქტორებს, ისე ქვეყნის შიგნით მოქმედ „მეხუთე კოლონას“ უნდოდა ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.