მაკრონი: საფრანგეთი ჰორმუზის სრუტის განბლოკვის ოპერაციებში მონაწილეობას არ მიიღებს

BRUSSELS, BELGIUM - OCTOBER 17: President of the French Republic Emmanuel Macron attends a press conference during the European Council Summit on October 17, 2024 in Brussels, Belgium. EU leaders are meeting in Brussels during the European Council, October 17-18. Members are expected to discuss the ongoing conflicts in Ukraine and the Middle East, as well as the topics of competitiveness, migration, and foreign affairs. (Photo by Pier Marco Tacca/Getty Images)

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ამჟამინდელ პირობებში საფრანგეთი არასდროს მიიღებს მონაწილეობას ჰორმუზის სრუტის განბლოკვის ოპერაციებში.

როგორც BFMTV-ი იუწყება, ამის შესახებ მან ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მაკრონმა კიდევ ერთხელ გაიმეორა საფრანგეთის პოზიცია ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან დაკავშირებით და თქვა, რომ მას „ეს ომი არ აურჩევია“.

„ჩვენ ამაში არ ვმონაწილეობთ და ჩვენ წმინდა თავდაცვითი პოზიცია გვიჭირავს, ვიცავთ ჩვენს მოქალაქეებს და ვუჭერთ მხარს ჩვენს მოკავშირეებს“, – თქვა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარიზს სურს რეგიონში ნავიგაციის თავისუფლებისა და საზღვაო უსაფრთხოების გარანტირება, თუმცა ომის მიმდინარეობისას ჰორმუზის სრუტეში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას არ მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები