“ოსკარების” 2026 წლის გამარჯვებულები ცნობილია

კინოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, “ოსკარის” დაჯილდოების 98-ე ცერემონია, ლოს-ანჯელესი-ში გაიმართა, სადაც ამერიკის კინოაკადემიამ 2025 წლის საუკეთესო ნამუშევრები დააჯილდოვა.

საღამოს მთავარი ჯილდო, საუკეთესო ფილმის კატეგორიაში, მოიპოვა ფილმმა One Battle After Another. ამავე ფილმისთვის საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მიიღო პოლ ტომას ანდერსონმა.

საუკეთესო მსახიობის ჯილდო გადაეცა მაიკლ ბი ჯორდანს ფილმისთვის Sinners, ხოლო საუკეთესო მსახიობი ქალი გახდა ჯესი ბაკლი ფილმში Hamnet შესრულებული როლისთვის.

მეორეხარისხოვანი მსახიობის კატეგორიაში ოსკარი მიიღო შონ პენმა, ფილმისთვის One Battle After Another, ხოლო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის ჯილდო გადაეცა ემი მედიგანს ფილმისთვის Weapons.

ცერემონიაზე ყველაზე მეტი ჯილდო – ექვსი ოსკარი – სწორედ ფილმმა One Battle After Another მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები