სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო: გამოვხატავთ პატივისცემას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ და ვწუხვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს გამოჯანმრთელებას უსურვებს.

“გამოვხატავთ პატივისცემას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართ და ვწუხვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

ამ რთულ დროს ვუსურვებთ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას, მხნეობასა და სიმტკიცეს.

მისი მრავალწლიანი საქმიანობა — რელიგიათშორისი ურთიერთპატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში — უმნიშვნელოვანესია”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები